
ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში უკვე დამყარებულია. მომდევნო ეტაპი ტოტალიტარიზმი და სრულმასშტაბიანი დიქტატურაა. რას შეიძლება დაემსგავსოს ჩვენი ქვეყანა, თუ ამ გზით გავაგრძელეთ უკუსვლა, ამის საუკეთესო მაგალითი ბელარუსია, სადაც სტალინისდროინდელი რეპრესიები დაბრუნდა - ადამიანებს უბრალოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის აპატიმრებენ, აწამებენ, აუპატიურებენ ან კლავენ.
ბოლო არჩევნებისა და აქციების შემდეგ, მასობრივი დაჭერების დაწყებისთანავე, ბევრი ბელარუსი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.
ასე დაემართა ბელარუს რეჟისორსაც, რომელსაც დაწყებული ჰქონდა ფილმის გადაღება ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მსახიობების შესახებ. 2020 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი ყველა მათგანმა დატოვა ქვეყანა და ახლა თავიანთი ფილმით მთელ მსოფლიოს უყვებიან იმ ტირანიის და ტრაგედიის შესახებ, რაც ბელარუსში ხდება და აფრთხილებენ ყველას, რომ არ დაუშვან საკუთარი ქვეყნის მსგავს კატასტროფამდე მისვლა. აფრთხილებენ საქართველოსაც.