კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ერთი სასტუმროს მშენებლობას ეწირება - მოქმედება ძველ თბილისში ხდება, ისტორიული შენობების გარემოცვაში და თანაც კლდის პირას.
დაპროექტებული შენობისთვის საკმარისი თავისუფალი ადგილი იქ არ არის, ამიტომ ახლა კლდის ნგრევა მიმდინარეობს, რაც მძიმედ აზიანებს ირგვლივ მდებარე ნაგებობებს, რომლებსაც ძეგლის სტატუსი
ოფიციალურად აქვს.
მომავალი სასტუმროს ახლადგათხრილ საძირკველშიც აღმოჩნდა აგურით ნაშენები ძველი კონსტრუქცია, რომელიც სპეციალისტების გადაწყვეტილებით უნდა შენარჩუნებულიყო და მისი ინტეგრირება უნდა მომხდარიყო ახალ ნაგებობაში.
მაგრამ ამის ნაცვლად მშენებლებმა უძველესი თაღები აგურ-აგურ დაშალეს და გაანადგურეს.
არ გაგიკვირდებათ, როდესაც გეტყვით, რომ კომპანიას, რომელიც სასტუმროს აშენებს, კახი კალაძესთან და მერიასთან მჭიდრო და პრივილეგირებული ურთიერთობის ისტორია აქვს.