
რუსი ოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ლონდონის არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ და ნაცვალგების პრინციპის მიხედვით, გადაწყდა, რომ პროპორციული რაოდენობისთის პერსონალური სანქციები დაუწესდეთ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს, რომლებიც ანტი-რუსულ საქმიანობაში ჩართული არიან. მათ აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოსვლა, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვმა ლონდონი ორმხრივ ურთიერთობებში "დესტრუქციული კურსის" გაგრძელებაში დაადანაშაულა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების 7 თანამშრომელს სანქციები 2021 წლის აგვისტოში დაუწესა. 2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში მოწამლეს, რის შედეგადაც ის კომაში ჩავარდა. გერმანიაში გავლილი მკურნალობის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კომპანია „ივ როშეს“ თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.