"რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტლერი მინიმუმ 30-40%-ს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმიტომ, რომ იყო რაღაც სენტიმენტები. ყოფილი მმართველი ძალა როცაა, ეს რაღაცები მუშაობს. ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდ ბუენოს-აირესის.
მთავარია, რომ რაღაც შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე. შერიგების წინაპირობა უნდა იყოს, რომ დანაშაული იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა, ეს არის მარტივი. თუ ეს ყველაფერი არ უნდათ, ჩვენ ინიციატორები არ ვართ".
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.