ფილიპინებში ტაიფუნს მინიმუმ 208 ადამიანი ემსხვერპლა - ათობით დაკარგულად ითვლება

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 208 ადამიანი დაიღუპა დამანგრეველი ტაიფუნის შედეგად ფილიპინებში. სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, 52 კი დაკარგულად თვლება. 

ზუსტი ზარალის დადგენა რთულია, რადგან რიგ რაიონებთან კომუნიკაციაა შეწყვეტილი. არის ეჭვი, რომ მეწყერმა და წყალდიდობამ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. 

"ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია, არ არის კომუნიკაციები, ძალიან ცოტა წყალია",- განუცხადა BBC-ს ფილიპინების წითელი ჯვრის თავმჯდომარემ.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებს ტაიფუნმა "რაიმ" გადაუარა. ქარის სიჩქარე ეპიცენტრში დაახლოებით 195 კმ/სთ აღწევდა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი