მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანში, ზაჰესის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია

გამოქვეყნდა:

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. უწყების ინფორმაციით, მშენებლობები უკანონო იყო და დემონტაჟის პროცესი მერის დავალებით მოხდა.

"ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული", - წერია უწყების განცხადებაში. 

ცხოვრობდნენ თუ არა აღნიშნულ შენობებში მოქალაქეები, ან რა ხდება ადგილზე დამატებითი დეტალები ჯერ უნცობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი