ამომრჩეველთა დაშინება და მოსყიდვა - კელი დეგნანი შოთაძესთან გამართული შეხვედრის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები „ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს აკვირდებიან.

ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა და ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ირაკლი შოთაძეს კიდევ ერთხელ და ხისტად შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია პროკურატურის როლი მოახლოვებულ არჩევნებში.

დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანის დიპლომატიურ განცხადებაში მარტივად ამოსაკითხია, რას მოითხოვს საქართველოს მეგობარი ქვეყანა. დეგნანის თქმით, შოთაძესთან შეხვედრისას აქცენტი ამომრჩეველთა დაშინებასა და მოსყიდვაზე გაკეთდა.

შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროები, მათ შორის ექსტრადიციები და საქართველოსა და აშშ-სთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ არჩევნებში, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი