"მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს - ცნობილია, რომ მეოთხე პრეზიდენტი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.
შედგება თუ არა შერიგების მცდელობა და შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი კრიზისის დაძლევას და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის შემოტანას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დიალოგის აუცილებლობაზე სამივე პრეზიდენტი საუბრობს.
მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირიდან ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს დაიწყებს და მათ აზრებს "ეროვნულ შერიგებაზე" პირადად მოისმენს.