საკოორდინაციოს მივმართავთ რეკომენდაციით, ბუსტერი იყოს აუცილებელი - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება.

გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკასბუსტერის გაკეთების ვადაც შემცირდეს.

„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც არის ორჯერ არის აცრილი...

ალბათ, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭოს წინაშე დადგება საკითხი, რომ „ფაიზერზეც“ და „ასტრაზენეკაზეცბუსტერის პერიოდი 5 თვიდან ჩამოიწიოს უფრო დაბლა, რადგან „ომიკრონთან“ ბრძოლისას  ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოში "ომიკრონი" დღეს დადასტურდა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი