შესაძლოა საჭირო გახდეს მისი რეალურად გადაყვანა უცხოეთში -კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, მესამე პრეზიდენტს გადაადგილება უჭირს და მისი რეაბილიტაცია წესით უფრო კარგად უნდა ვითარდებოდეს, ვიდრე ახლა ვითარდება. ამ თემაზე მან გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო კარგად უნდა ვითარდებოდეს და ამისთვის ალბათ საჭირო იქნება, ჩემი აზრით, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი რეალურად გადაყვანა უცხოეთშიც. მე რაც დავინახე, იქიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მას გადაადგილება უჭირს. 

მიესალმება პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ მას სურს მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ის სიამოვნებით მას შეხვდება და ზოგადად, ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი", - თქვა კობა ნაყოფიამ. 

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და "ემპათიას" დასკვნის მისთვის გაცნობას აპირებს ალტერნატიული კონსილიუმიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი