"ვიცი, რომ ამ პოლიციელთან ჰქონდა გადაკვეთის წერტილი" - გერლიანის ზეწოლაში დადანაშაულებული პოლიციელი არ დაუკითხავთ

გამოქვეყნდა:

დაკარგული რამაზ გერლიანის და ადასტურებს, რომ მის ძმას დასახელებულ პოლიციელთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა რა სახის არ აკონკრეტებს. 

ავჭალის პოლიციაში იმყოფებიან გერლიანის ყოფილი მეუღლე და ოჯახის წევრები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის ავტომანქანასთანაც.

"მე ის ვიცი, რომ ამ პოლიციელთან ჰქონდა გადაკვეთის წერტილი და ამ პოლიციელმა იარაღის მუქარით და რაღაც-რაღაცეებით კიდე აქეთ დაკითხა რამაზის კერძი საკუთრებაში" - ამბობს გერლიანის და. 

ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა რაც მთავარია, ამ დრომდე არ გამოკითხულა  პოლიციელი, რომელიც  რამაზ გერლაინმა მუქარაში ამხილა.

გერლიანმა ზეწოლის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის ფოტოც გაავრცელა. უკვე მეორე დღეა მას ახლობლები ვერ პოულობენ.

გამოძიება შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი