"ვვარაუდობთ რომ თავად გადახტა, ფეხსაცმელები იქვე იყო" - ბოლნისში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში  ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გარდაცვლილის ახლობელმა, სახლთან ახლოს, წყლის არხში ნახა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ოჯახისთვის უცნობია.

22 წლის ქალი ერთი თვის წინ გათხოვდა. სოფელ ცურტავში თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ.

"აქ სახლთან ეგ წყლის "კანალი" ასე ღია უსაფრთხოების ზომების გარეშე რომ არ ყოფილიყო ალბათ ეს უბედურება არ მოხდებოდა. გოგო თავად გადახტა იქ, თუ როგორ მოხდა, არავის უნახავს, თუმცა ვვარაუდობთ რომ თავად გადახტა წყალში რადგან ფეხსაცმელები იქვე იყო სადაც უბედური შემთხვევა მოხდა"- ამბობს ადგილობრივი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი