გაუჩინარებულის დის ინფორმაციით, პოლიციელი გერლიანის ყოფილ მეუღლესაც აშანტაჟებდა

გამოქვეყნდა:

გაუჩინარებული რამაზ გერლიანის დის თქმით,  პოლიციელი, რომელიც გერლიანს ემუქრებოდა, მის ყოფილ მეუღლეს აშანტაჟებდა. როგორც ნანა გერლიანი ამბობს, რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე "ზოგჯერ ამბობდა, რომ პოლიციელს არ იცნობდა, ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ის მისი მეგობარი იყო".

​"ყოფილი მეუღლე ზოგჯერ გვეუბნებოდა, რომ ეს იყო მისი მეგობარი, ზოგჯერ კი კატეგორიულად ამბობდა, რომ არ იცნობდა. ყოფილი მეუღლე არაფერ შუაშია ის გამოყენებულია, მან არაფერი იცის, შანტაჟის მსხვერპლია",-თქვა ნანა გერლიანმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს რამაზ გერლიანს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის 19 დეკემბერს გაუჩინარდა, მანამდე კი Facebook-ზე პოსტი დაწერა, რომელშიც პოლიციელის მხრიდან მისი და მისი ოჯახის მისამართით შანტაჟსა და მუქარაზე იყო საუბარი, გერლიანი წერდა, რომ მას პოლიციელი გიორგი გოგნიაშილი ემუქრებოდა. ამ დროისთვის პოსტი სოციალური ქსელიდან წაშლილია, თუმცა უცნობია ვინ და რა მიზეზით წაშალა ის. 

გერლიანის მანქანა ამ დრომდე დგას ავჭალის პოლიციის შენობასთან. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, ამ წუთებში პოლიციაში რამაზ გერლიანის ყოფილი მეუღლე იკითხება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი