Facebook-პოსტი, რომელშიც რამაზ გერლიანი პოლიციელის მუქარაზე წერს,​ სოციალური ქსელიდან გაქრა

გამოქვეყნდა:

ფეისბუქ-პოსტი, სადაც დაკარგული რამაზ გერლიანი პოლიციელს ამხელდა, აღარ იძებნება. ავჭალის პოლიციაში კი გამოკითხვები გრძელდება. ამ დროისათვის იკითხება მისი ყოფილი მეუღლე. ცოტა ხნის წინ დაიწყო გერლიანის მანქანასთან საგამოძიებო მოქმედებებიც.

პოლიცია მუშაობს რამაზ გერლიანის ოფისში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრში. პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იქ ოფისს ჩხრეკს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომისტი უკვე მეორე დეა არ ჩანს. ის 19 დეკემბრის შემდგ გაუჩინარდა. იქამდე კი ზეწოლასა და შანტაჟზე ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია და პოლიციელი, გიორგი გოგნიაშვილი დაასახელა.  ცნობილია, რომ გერლიანმა დასახმარებლად პოლიციასაც მიმართა, თუმცა სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონიათ.

შსს-მ გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

"ვიცი, რომ ამ პოლიციელთან ჰქონდა გადაკვეთის წერტილი" - გერლიანის ზეწოლაში დადანაშაულებული პოლიციელი არ დაუკითხავთ
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი