ოჯახი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს. რამაზ გერლიანს ეძებს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მისმა ახლობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

მისი ინფრომაციით, გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში, 19 დეკემბერს გაუჩინარდა და მისი მანქანა ბოლოს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ნახეს.

ძმა, რომანოზ გერლიანი "ნეტგაზეთთან" ამბობს, რომ რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში – არც ავჭალაში და არც სამგორში – არ იმყოფება და არც ახლობლებს აქვთ ინფორმაცია მისი სამყოფელის შესახებ.

ცნობისთვის, გერლიანი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტს 2017-19 წლებში იკავებდა.

ფოტო: რადიო თავისუფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი