ლაშა ბაქრაძე "ლელოს" ტოვებს

გამოქვეყნდა:

ლაშა ბაქრაძე "ლელოს" ტოვებს. შესაბამის განცხადებას ის "ფეისბუქით" ავრცელებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს:

მივიღე გადაწყვეტილება "ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ.
არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს.
ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.
სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.
ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და "იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო" მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა "ჩარევა სასურველია".
ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას. - წერს ლაშა ბაქრაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი