
შესრულდება თუ არა ცენტრ "ემპათიას" და ალტერნატიული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია და გაიყვანენ თუ არა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რეაბილიტაციისთვის სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში? "ქართული ოცნების" ხელისუფლება ახლა კვლავ არჩევანის წინაშე დგას - ხელი შეუწყოს პაციენტის გამოჯანმრთელებას და დაუჯეროს ექიმებს, თუ კვლავ პოლიტიკური რევანშის გზას დაადგეს.
ექიმების მოწოდება ღიად რჩება - თუმცა მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად კვლავ იმ ორგანიზაციას ესხმის თავს, რომელმაც კრიტიკული დასკვნა მოამზადა და დოკუმენტში ცალსახად ასახა ყველა ის დიაგნოზი,რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად განუვითარდა.
სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა ხარვეზებით მიმდინარეობდა და მისი მდგომარეობის მართვა დაუყოვნებლივ საჭიროებს ნეირო-რებილიტოლოგის ჩართვას.
თუმცა პრობლემა როგორც კვალიფიციური კადრის, ასევე კლინიკის მოძიებაა. ამიტომ ექიმები გამოდიან რეკომენდაციით - ქვეყნის პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი საზღვრებს გარეთ გააგრძელოს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი