გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ემპათიის წევრები მივიდნენ

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრი "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მივიდა. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ჰოსპიტალის ექიმებს "ემპათიას" დასკვნას გააცნობენ.

"ემპათიის" წევრების თქმით, მიხეილ სააკაშვილს, სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის სპეციფიური მკურნალობა სჭირდება. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ემპათიამ" დასკვნა და რეკომენდაციები 18 დეკემბერს გაასაჯაროვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი