
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან შეკრებილ ხალხს მიხეილ სააკაშვილმა საკნად გადაკეთებული პალატიდან მიმართა. აქტივისტები ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და დაბადების დღის მისალოცად მივიდნენ:
ვერანაირი ივანიშვილი და მისი ბანდა ჩვენ ვერ მოგვერევიან, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ[...] მეგობრებო, მთავარია ერთიანობა შეტევა ბოლომდე, არ შეშინება, ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების. მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე [...] გავათავისუფლოთ ქვეყანა დიქტატურისგან, თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, მთავარია ერთობა, მთავარია არჩამოშლა, მთავარია მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, როგორც მოწინავე ქვეყანა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
იხილეთ ასევე: