
ცენტრ "ემპათიას" დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გუშინ მარიამ ჯიშკარიანმა და ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილი პირველად მოინახულეს. ჯიშკარიანი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური და ნეირომეტაბოლური მიმართულებით.
მათ საკუთარი დასკვნა და რეკომენდაციები მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშრებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს გადასცეს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეირო-მეტაბოლური სინდრომი. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი დასკვნა, რა თქმა უნა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით.
საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას, ეს როგორც პროგრამა მინიმუმი და როგორ პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ექიმ ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება და ის ხასიათდება მერყეობით.