დღეს რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები შეუერთდებიან - ვინ მივა აქციაზე

გამოქვეყნდა:

დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც შეუერთდებიან. მათი თქმით, მოთხოვნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს და მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს, ლეგიტიმურია. 

პარტიები თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მანამ, სანამ ქვეყანას სამართლიანი სასამართლო არ აქვს, არასწორია.

"დემოკრატიულ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტთან დაწყებული კონსულტაციების პარალელურად მნიშვნელოვანია აქციების სახით ბიძინა ივანიშვილმა ზეწოლა მუდმივად იგრძნოს. 

"ლელოში" კი ამბობენ, რომ თავისუფალი, მშვიდობიანი პროტესტი და პრალელურად მოლაპარაკებები, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი