"პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში" - რამაზ გერლიანის დის სკანდალური განცხადება და ბრალდება ყოფილ რძალს

გამოქვეყნდა:

პოლიციამ გლდანში, რამაზ გერლიანის აგარაკი გაჩხრიკა - ოჯახმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო, თუმცა მათთვის უცნობია რა ნივთები ამოიღეს სამართალდამცველებმა.

გერლიანის ოჯახის წევრები ახლაც ავჭალის პოლიციაში იმყოფებიან და დეტალების დადგენას ცდილობენ.

მათი მთავარი ინტერესის საგანი გერლიანის მობილური ტელეფონია, რომელიც პოლიციამ გუშინ ამოიღო ჩხრეკის შედეგად.

დაკარგული ეკონომისტის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ გერლიანის ყოფილმა მეუღლემ პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა. მას სამართალდამცველები გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

გერლიანის და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ მისი ყოფილი რძალი იცნობდა იმ პოლიციელს, რომელსაც რამაზ გერლიანი ტერორში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ყოფილი რძალი გოგნიაშვილს ხელს აფარებს:

"რადგან იამ, ჩემმა ყოფილმა რძალმა ცრუ ინფორმაცია მისცა და არ აღიარა და თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა ამ ადამიანს, მე დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს საქმე"- ამბობს გერლიანის და.

ცნობილი ხდება, რომ დაკარგულ ეკონომისტს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი ჰქონდა.

რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრის შემდგ ეძებს.

იხილეთ ასევე:

"ორი კვირაა მანერვიულებს...თავს დავუშავებო" - გერლიანის დის და ყოფილი ცოლის მიმოწერა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი