
მალაიზიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშაბური წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, რომ საცხოვრებლები დაეტოვებინათ. მათი ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.
BBC წერს, რომ შაბათ-კვირას სამდღიანმა მასიურმა კოკისპირულმა წვიმამ რვა შტატში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, ნაწილობრივ წყალში ჩაძირა ქალაქები და სოფლები.
ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით 51 000 ადამიანი საცხოვრებლებიდან უკვე ევაკუირებულია.
