ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება - ეს იმ დარღვევათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც IFED-ის საბოლოო ანგარიშში მოხვდა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოირჩეოდა პოლარიზებული გარემოთი. მესამე სექტორში განსაკუთრებით საშიშ ტენდენციად საარჩევნო პერიოდში კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და მედიამენეჯერების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და მადისკრედიტირებელ ქმედებებს მიიჩნევენ.
- მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
- არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.
- საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა.
- ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები.
- ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიების სახეს ატარებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენება, ასევე, მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დავები, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.
- აუდიტის სამსახურში მეორე ტურამდე წარგენილი დეკლარაციების მიხედვით, ხუთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარტიიდან, მმართველი პარტიის შემოსავალი მომდევნო ოთხი პარტიის შემოსავლების ჯამს ორჯერ აღემატებოდა.
- მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ტრადიციულად, ბუნდოვანი იყო - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიში ვრცლად