პოლიტიკური მართლმსაჯულება და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა - დეკანოიძე ზურაბიშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტთან კონსულტაციაზე "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე ისაუბრა.

"პირველი რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული და მაღალი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, საქმეები განხილვის პროცესშია, ეს უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, სასამართლოს მხრივ ქვეყანაში არსებული მოცემულობა დაბრკოლებას ქმნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

დიალოგი პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დაიწყო. მასთან დღეს უკვე იმყოფებოდნენ სალომე სამადაშვილი, ანა დოლიძე, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ხაზარაძე-ჯაფარიძესთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი