
22 დეკემბერს, 18:00 საათზე შევიკრიბებით სუს-ის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ - "გირჩის" წევრებმა გაუჩინარებული ეკონომისტის რამაზ გერლიანის საქმესთან დაკავშირებით აქცია დააანონსეს.
"სამართალდამცველების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამაზ გერლიანის ძებნა ოჯახმა 19 დეკემბრიდან დაიწყო. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. ფეისბუქ-პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება. უცნობია რა მიზეზით.
ცნობილი ხდება, რომ დაკარგულ ეკონომისტს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი ჰქონდა. "პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში" - ამბობს რამაზ გერლიანის და.
იხილეთ ასევე: