მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, დღეს ის ელოდება ხალხმრავალ აქციას - ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ის ხალხმრავალ აქციას - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ. მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, თავს სუსტად გრძნობს და უახლოეს დღეებში უცხოელ ექიმს ელოდებიან, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის და მკურნალობის პროცეაში ჩაერთვება:

"მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია დღეს რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან დღეს ელოდება ის ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავის შინაარსით იქნება რეზონანსული, ამას მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება და თავისთავად ის ფაქტი, რომ დღეს მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოხატავს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, მედიისთვის, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვნია, საგულისხმოა, დანარჩენს ვნახავთ რუსთველის გამზირზე" განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. რუსთაველის გამზირზე აქცია 18 საათზეა დაანონსებული. ხერხეულიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს 54 წლის იუბილე გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედპერსონალმა მიულოცა. ხერხეულიძის თქმით, საკნად გადაკეთებულ პალატაში შესვლისას მას ტორტი და სანთლები დახვდა, რითიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი