ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის, იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის - გიორგი სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"მიშა სააკაშვილი უნდა ვიხილოთ თავისუფლებაზე, რომ თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის შენებას" - ამბობს მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა თანამდებობისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის.

"ჩემთვის უჩვეულო დღეა, ვერ წარმომედგინა ვერასდროს, რომ ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, 9 წელი იყო მმართველობაში, ქვეყანა დაემსგავსა ქვეყანას და დღეს ასე სამარცხვინოდ, დღევანდელი მთავრობიდან გამომდინარე იმყოფება გისოსებს მიღმა. ეს ძალიან მალე უნდა დამთავრდეს და მიშა სააკაშვილი უნდა ვიხილოთ თავისუფლებაზე, რომ თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის შენებას, კეთილდღეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩემი ძმა არ იბრძვის თანამდებობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის",-თქვა გიორგი სააკაშვილმა.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან. აქტივისტები აქციას სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობით უერთდებიან, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. მესამე პრეძიდენტი დღეს იუბილარია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი