"ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი რამდენიმე საათში რომ გვამცნო შსს-მ ხომ გახსოვთ? რატომ არ ვხედავთ იგივე ფაციფუცს გერლიანის შემთხვევაში?" | მარიკაშვილი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი ეკონომისტ რამაზ გერლიანის გაუჩინარებას ეხმაურება და TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეს ადარებს, როცა შსს-მ ვიდეოჩანაწერები ძალიან მალე გამოაქვეყნა. 

ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი, დეტალურად, წამის სიზუსტით, თავის მოდელირებით, ვიდეოთი და პრეზენტაციით რამდენიმე საათში რომ გვამცნო შსს-მ ხომ გახსოვთ.

და რატომ არ ვხედავთ იგივე ფაციფუცსს და ოპერატიულობას გერლიანის შემთხვევაში?

იმიტომ ხომ ვერ, რომ პირველ შემთხვევაში სისტემის და ხელისუფლების საფრთხის განგაში ჩაერთოთ და მისი დაცვის ინტერესებით მოქმედებდნენ და მეორეში ასეთი ინტერეს და საფრთხეს ვერ ხედავ? იმიტომ ხომ არა, რომ პოლიციისთვის მთავარი მისი ამ ფორმით არსებობის წყარო, ეს ხელისუფლებაა და არა ადამიანი? კითხვები, მხოლოდ კითხვები. რომელზეც პასუხები გვაქვს ყველას, - წერს მარიკაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი