
უკიდურესად იძაბება ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ე.წ. მთავრობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი სოხუმის მთავარ მოედანზეა შეკრებილი და "სამართალდამცავების" კორდონის გარღვევას ცდილობს.
ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეებსა და "პოლიციას" შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციაზე იყო სროლაც, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
მოსახლეობა აპროტესტებს მძიმე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ვითარებას, ეპიდვითარებას და ამბობენ, რომ სიტუაცია თვითდინებაზეა მიშვებული. ენერგოკრიზისი კი იმდენად მწვავეა, რომ 1 წელზე მეტია მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით აქვს.