დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღე - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

"ჩვენმა მოქალაქეებმა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ",-ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

"89 წლიდან დაწყებული ამ ქუჩას ბევრი აქცია უნახავს, ბევრი დარბევაც უნახავს. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ და შემდეგ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და დღეს ჩვენ სწორედ, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე ვართ. დღეს ჩემი შვილი უკანონო პატიმარია, მას ძალიან უნდოდა, რომ დღეს ყოფილიყო თქვენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, მოკლებულია ამ შესაძლებლობას",-თქვა გიული ალასანიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. მესამე პრეზიდენტი 54 წლის გახდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სწორედ გიული ალასანიამ გააცნო მიმართვა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი