
მალაიზიაში წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ქვეყნის 8 რეგიონი დაიტბორა, რამდენიმე ქალაქსა და სოფლებში კი ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ხელისუფლებას დაგვიანებული რეაქციისა და უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ.
ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.