ნეპოტიზმი ჯანდაცვის სამინისტროში - შრომით ინსპექციაში ადამიანებს ახლობლობით ასაქმებენ

გამოქვეყნდა:

ნეპოტიზმი ჯანდაცვის სამინისტროში.  შრომით ინსპექციაში ადამიანებს ნაცნობობით და ახლობლობით ასაქმებენ. ამის შესახებ ის მოქალაქეები საუბრობენ, რომლებმაც სამსახური ამ მიზეზით დაკარგეს.  

დავით გურგენიძე ამტკიცებს, რომ  სამინისტრომ მათ გადამზადებაზე საკმაოდ დიდი რესურსი დახარჯა, თუმცა მოგვიანებით, ისინი საკუთარი ნათესავებით  ჩაანაცვლეს.  გურგენიძის თქმით, საკითხის გარკვევა მინისტრ ტიკარაძესთან და  ინსპექციის უფროსთან,  ბექა ფერაძესთან სურდა, თუმცა მცდელობის მიუხედავადმ მათთან შეხვედრა   ვერ მოახერხა.

დაგვიძახეს სამჯერ ტრენინგებზე და ეს ორმოცდაათი კაცი ვიყავით და გვითხრეს ტრენინგების მსვლელობის დროს, რომ ახლა დასაქმდება პირველ ეტაპზე ოცდახუთი კაცი და შემდეგ ეტაპზე დასაქმდება დანარჩენი. დამასაქმონ სასმახურშ! გავიარე ტრენინგები, გადავლახე გასაუბრებაც და ყველაფერი! ტიკარაძეს მივწერე მერე წერილი, საერთოდ იგნორი გააკეთა. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ იქ ბატონობს ნეპოტიზმი, - ამბობს გურგენიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი