Google-მა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ, თუ ვაქცინაციის წესებს არ დაიცავენ

გამოქვეყნდა:

Google-მა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ ან ხელფასი შეუმცირდებათ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის წესებს არ დაიცავენ.

CNBC-ის ინფორმაციით, Google-ის თანამშრომლები 18 იანვრამდე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სამედიცინო/რელიგიური თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენენ.

18 იანვრის შემდეგ, ისინი სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდებიან, თავდაპირველად მათ ხელფასი შეუმცირდებათ, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი