"მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის" - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.

"როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, ის თუ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში",-თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან შეხვედრები დაიწყო. ის დღეს ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერს - ანა დოლიძეს, დამოუკიდებელ დეპუტატს - სალომე სამადაშვილს, "ლელოსა" და "გირჩის" წევრებს შეხვდა. 

22 დეკემბერს კი პრეზიდენტი, "დროას" ლიდერს - ელენე ხოშტარიასა და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს - ზურა ჯაფარიძეს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი