სასამართლო პროცესზე წასვლა არ არის რეკომენდირებული - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მედიკოსები მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე მისვლას არ ურჩევენ. მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ მოინახულა.

ის ამბობს, რომ პროცესზე დასწრება მიზანშეწონილი არ არის, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არ გაუმჯობესებულა.

"პრეზიდენტი საჭიროებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელებას. ეს ნიშნავს, რომ მას სჭირდება დახმარება ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და ნივთიერებათა ცვლის კუთხით.

[პროცესზე წასვლა] არ არის რეკომენდირებული, მაგრამ გარკვეული ღონისძიება, ღონის დაძლევის გზით, ის ალბათ შეძლებს. მე არ ვურჩიე წასვლა, იმიტომ, რომ რეალურად, მან ის მანძილი უნდა დაფაროს თუნდაც ფეხით, რისი გაკეთების საშუალებაც არ აქვს", - თქვა ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი