საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

თავად მესამე პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროცესზე დასწრებას სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

"ეს საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, რასაც პროკურატურა აკვალიფიცირებს დანაშაულად. სამშობლოში დაბრუნება არსად არ შეიძლება იყოს დანაშაულად მიჩნეული. პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება, არის პოლიტიკური, ჰეროიკული აქტი და ეს მიღმაა სისხლისსამართლებრივი შეფასებისა", - თქვა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი სასამართლო პროცესის საჯაროობა იქნება.

"დაცვის მხარე წარმოადგენს რამდენიმე შუამდგომლობას, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ საქმის მრავალმხრივი, ობიექტური გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდეს. ამასთან, ეს პროცესი იქნება კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა, საზოგადოებამ, ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესს, საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით, ძალიან კარგად დაინახონ, თუ რა სახის და როგორი აშკარა პოლიტიკური რეპრესიები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი