აშშ-ში, ბავშვი ტესლაში დაიბადა - როგორ დაეხმარა მშობლებს ავტოპილოტი

გამოქვეყნდა:

პატარა გოგონა, რომელსაც სახელად მეავი დაარქვეს, სავარაუდოდ, პირველი ბავშვია, რომელიც ტესლას ავტომობილში დაიბადა. ამის გამო, მშობლებმა გადაწყვიტეს, მას სახელში მანქანის პატივსაცემად, "ტესი" დაუწერონ.

შემთხვევა პენსილვანიაში, სექტემბერში მოხდა. ირან შერის დილას მშობიარობის წინა პროცესი დაწყო, თუმცა მან ქმარს სთხოვა, საავადმყოფოში წასვლამდე 3 წლის შვილი სკოლაში მიეყვანა.

მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წყვილი ელოდა. ქალმა ბავშვი Tesla Model 3-ის წინა სავარძელში გააჩინა, როდესაც მისი ქმარი მანქანას ავტოპილოტის ფუნქციის გამოყენებით მართავდა.

როდესაც ოჯახი საავადმყოფოში მივიდა, სამსულიან ოჯახს მეოთხე წევრი უკვე შემატებული ჰყავდა. საავადმყოფოს პერსონალი მათ მანქანასთან დახვდა, ექიმებმა ჭიპლარი ავტომობილშივე გადაჭრეს.

ოჯახი განიხილავს, რომ ტესლას Model 3 იჯარის დასრულების შემდეგ შეიძინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი