"ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ შემოგვთავაზა ფეიკაღმშენებლების ეპოქა, მერე შემოგვთავაზა ფეიკგმირების სესია და ახლა გვთავაზობს ფეიკშაჰიდების სესიას. გადასცა როგორც ჩანს, მათმა პატიმარმა პრეზიდენტმა, რომ უნდა დაიწყონ შიმშილობა, მათაც ერთიანად, მრევლივით ჩამოდგნენ რაღაც სექტის და დაიწყეს შიმშილობა, მათი უფლებაა, ღმერთმა ქნას ბედნიერი ახალი წელი და ჯანმრთელობა ჰქონდეთ.
საერთოდ აღარ აქვს აზრი, ეს პარტია რას აცხადებს, რას აკეთებს, ისინი ცხოვრობენ ძალინ ვიწროპარტიული დღის წესრიგით, რაც დანარჩენ ქვეყანას საერთოდ არ ეხება. ამიტომ, იცხოვრონ, უნდათ შაჰიდობა? იყვნენ შაჰიდები, დადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მეტსაც გეტყვით, მათთვისაც არაფერს არ შეცვლის ეს, გარდა იმისა, რომ გახდებიან".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა მოშიმშილეებზე, როლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.