საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო - მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
"კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები და და გაუქმებები მოქმედებს", - თქვა ღიბრაძემ.
კითხვაზე, კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაინც აპირებენ გახსნას, ღიბრაძე პასუხობს - "რას ქვია მაინც ამბობენ? საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ ერთნაირი."
შეგახსენებთ, თბილისის ღამის კლუბებმა 18 დეკემბერს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ღონისძიებები 1 კვირით გადადეს და თქვეს, რომ ეს მათი მხრიდან ბოლო კომპრომისია.