"დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა" | მიხეილ სააკაშვილი რატი ბრეგაძეს მიმართავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს. 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ, ფანჯარაში დროში გამოფენაში ხელი შეეშალათ და მისი წართმევასაც ცდილობდნენ.

"იუსტიციის მინისტრს"

გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ხელს მიშლიდნენ ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის გამოფენაში და ცდილობდნენ დროშის ხელიდან გამოგლეჯას.

პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა.

ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას.

ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი