"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მართლაც ეძებს პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის გზებს. ხოშტარია ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა გაიმართოს და ამის გარანტიები უნდა არსებობდეს.
"ის რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი, ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება, პოლიტიკურ სპექტრს შორის, ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ამის ნაწილია მიხეილ სააკაშვილის საკითხიც და სხვა მიმართულებით სისტემის გამართვა.
სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებული შეხვედრების ფორმატში უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს ხვდება. დღეს ორბელიანების სასამხლეში იმყოფებოდა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილიც.