ამ წუთის მდგომარეობით ძნელად წარმოსადგენია ჩემთვის ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესი მისასალმებელია და ისინი მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. 

ნიკა მელია ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ ელოდება.

"პროცესი რომელიც წამოიწყო ქალბატონმა ზურაბიშვილმა, ნამდვილად არის მისასალმებელი და ჩვენ ხელს შევუწყობთ. თუნდაც მიზერული შანსის არსებობის შემთხვევაში, შანსი გავზარდოთ და პოლარიზაციის ხარისხი, რაზე საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ჩვენი ჩართულობითაც შემცირდეს. 

შეწყალებას ველოდები თუ არა ქალბატონი ზურაბიშვილისგან, პირდაპირ გეტყვით, არც მიფიქრია სერიოზულად, იმდენად ამ წუთის მდგომარეობით ძნელად წარმოსადგენია ჩემთვის ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება", - თქვა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელია ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ლიდერებს შორის, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

მასობრივი შიმშილობის აქცია ენმ-ს მთავარ ოფისში გუშინ დაიწყო. ცოტა ხანში ადგილზე სამედიცინო პუნქტი მოეწყობა და მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტრის, მუდმივად იმორიგეოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ამ დროისათვის ადგილზე 11 კარავია გაშლილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი