
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მესამე პრეზიდენტის შესახებ მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს.
მისი თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთანაც.
უკრაინის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უკრაინელი ექიმების ჩართვას ითხოვს, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურ თბილისთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
გულწრფელად გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ. ინფორმაციას მეც ვუგზავნი. საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრე როგორც პირადი შეხვედრისას, ასევე სატელეფონო საუბრის დროსაც.
ერთადერთი რაც მინდა, ეს არის რომ მისი მკურნალობის პროცესში ჩვენი მედიკოსებიც ჩაერთონ, თუმცა ამ საკითხზე გარკვეული შეფერხებაა. განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ეს საკითხები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან და სხვა ლიდერებთანაც განვიხილე" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.