"ემპათია" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრაბურგისთვის გაფართოებულ დასკვნას ამზადებს

გამოქვეყნდა:

ცენტრი ემპათია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოსთვის გაფართოებულ დასკვნას ამზადებს. ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს:

"სტრასბურგისთვის ვამზადებთ გაფართოებულ დასკვნას, სადაც თავმოყრილი იქნება, უფრო მეტი ინფორმაცია იმ წამებისა და არაადეკვატური მოპყრობის შესახებ, რომელიც მას ციხეთა სისტემაში გადახდა და ასევე შეფასებული იქნება ზიანი, რომელიც მის ჯანმრთელობას მიადგა" ამბობს ჯიშკარიანი.

ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში სათანადო რეაბილიტაციისა და მკურნალობის კურსს ვერ გადის და არის საფრთხე განვითარდეს კორსაკოვის სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინვალიდიზაციას გამოიწვევს. ჯიშკარიანი ამბობს, რომ პაციენტს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს და აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.

შეგახსენებთ, რომ "ემპათიას" შემაჯამებელი დასკვნა და რეკომენდაციები 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, სადაც დეტალურადაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ის, თუ რა არის საჭირო მისი სრული რეაბილიტაციისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი