ამ კრიზისის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით - ჯაფარიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესის ფორმატში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე შეხვდა.

ჯაფარიძე სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შანსს ვერ ხედავს.

"საუბარია ზოგად, ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელის შეიძლება, დროში წლები გაიწელოს. ეს პროცესი არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება რაიმე ტიპის მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ან რაიმე ტიპის შეთანხმება. ქვეყანაში რა პოლიტიკური კრიზისიც არის, ამ კრიზისის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით",- თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძის გარდა, დღეს სალომე ზურაბიშვილი "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ომბუდსმენსა და თამარ ჩუგოშვილს შეხვდა. გუშინ 21 დეკემბერს კი ის ენმ-ს წევრს ხატია დეკანოიძეს, "მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერს, ანა დოლიძეს, დამოუკიდებელ დეპუტატ, სალომე სამადაშვილსა და "ლელოს" წევრებს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი