ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ენმ-მ მასობრივი საპროტესტო შიმშილობა "ბელადის შანტაჟით" დაიწყო.

კობახიძის თქმით, ეს პროცესი პოლიტიკას არ წაადგება.

"შიმშილი ყველას პოლიტიკური უფლებაა, მათ შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც ბუნებრივია პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი არჩევანი",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს ენმ-ს ოფისთან მასობრივი საპროტესტო შიმშილობა დაიწყო მთავარი მოთხოვნით -გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან.

პარტიის სხვა წევრებთან ერთად, შიმშილობს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე  სამოქალაქო აქტივისტები. მოშიმშილეებს უერთდებიან რეგიონებიდანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი