"პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია."
განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართა