21 დეკემბრის აქცია და მასობრივი შიმშილობა | France 24-ის გამოხმაურება

გამოქვეყნდა:

ფრანგული გამოცემა France 24 თბილისში 21 დეკემბერს გამართულ აქციას ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ათასობით მხარდამჭერმა თბილისში აქცია გამართა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა გამოაცხადა.

გამოცემა წერს, რომ შიმშილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექიმებმა თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აწამეს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ამას გარდა, სტატიის ავტორი წერს, რომ მისმა დაკავებამ ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

სტატიაში საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის წერილს, რომელიც გიული ალასანიამ აქციაზე წაიკითხა. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 21 დეკემბერს მასობრივი შიმშილობის აქცია დაიწყეს - პარტიის ოფისთან, უკვე 24 საათზე მეტია, 300-მდე პირი შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი