ვინც ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ვინც ოპოზიციური ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში ან უბრალოდ არ სურს დანახვა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია "Facebook" - ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი განცახდებით,  თბილისში, პირველ ტურში ოლიგარქის დამარცხების ძალა მხოლოდ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს.  

მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, პირადად ვაგებ პასუხს თბილისურ კამპანიაზე, ყველგან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული იქნება, ან არ იქნება, ჩვენი ბლოკის წარმომადგენელი. გამარჯვებისთვის ხშირად მოულოდნელი ნაბიჯებია საჭირო და ყოველთვის – პასუხისმგებლობის აღება! - წერს ნიკა მელია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი